„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025045
153
14/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
300160070.10.003.025045
„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2025 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №324 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024719) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სინათლის წყაროს მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე