დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025040 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024716) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესში“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამაცივრო მოწყობილობის მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“. 2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი II. სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი
ა) ეტიკეტი: ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში); II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი; III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი; IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა; V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი; VI. წლიური ენერგიის მოხმარება (AE), გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე; VII.
VIII.
IX. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული დბ(A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად; X. რეგლამენტის ნომერი ‘321’. 2. ღვინის შემნახველი მოწყობილობის ეტიკეტი ა) ეტიკეტი:
ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში); II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი; III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი; IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა; V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი; VI. AE, გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე; VII. ღვინის სტანდარტული ბოთლების რაოდენობა, რომელთა შენახვა შეიძლება ღვინის შესანახ მოწყობილობაში; VIII. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული დბ (A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად; IX. რეგლამენტის ნომერი ‘321’.
3. ეტიკეტის დიზაინი ა) სამაცივრო მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი, გარდა ღვინის შესანახი მოწყობილობებისა:
ბ) ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:
ამასთან, ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული; ბ) ეტიკეტს უნდა ჰქონდეს 100 % თეთრი ფონი; გ) ეტიკეტის შრიფტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010; დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების ზომები და სპეციფიკაციები უნდა შეესაბამებოდეს სამაცივრო მოწყობილობებისა და ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტის დიზაინის მოთხოვნებს; ე) ფერები უნდა იყოს CMYK – ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი შემდეგი ნიმუშით: 0,70,100,0: 0% ფირუზისფერი, 70% მეწამული, 100% ყვითელი, 0% შავი; ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს): ❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი – 100,80,0,0; ❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი; ❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 მუქი 9 pt; ❹მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 9 pt; ❺ A-დან G-ს ჩათვლით სკალა უნდა იყოს შემდეგნაირი:
❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი; ❼ ენერგოეფექტურობის კლასის შესაბამისი ასო უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და შესაბამისი ისარი A-დან G-ს ჩათვლით სკალაზე ისე უნდა განლაგდეს, რომ მათი წვერები ერთ ხაზზე იყოს გასწორებული. ენერგოეფექტურობის კლასის ისარში შესაბამისი ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, რომელიც უნდა იყოს 100% შავი; ❽ ენერგიის ყოველწლიური მოხმარების მნიშვნელობა უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana მუქი 28 pt; „კვტ/სთ/წლიურად“ უნდა გამოიხატოს შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 18 pt. მნიშვნელობა და ერთეული უნდა განთავსდეს ცენტრში და 100% შავ ფერში; ❾ პიქტოგრამები უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტების დიზაინს და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 6 pt. |
უკან დაბრუნება 



დოკუმენტის კომენტარები