„ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 148
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025040
148
14/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
300160070.10.003.025040
„ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №148 

2025 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024716) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამაცივრო მოწყობილობის მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




დანართი II. სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი


1. სამაცივრო მოწყობილობის ეტიკეტი, გარდა ღვინის შემნახველი მოწყობილობისა

ა) ეტიკეტი:

ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია  პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა; 

V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი;

VI. წლიური ენერგიის მოხმარება (AE), გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

VII.

  • გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამი, გამოხატული ლიტრებში და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
  • თუკი სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაყინული განყოფილება(ები), პიქტორგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება;

VIII.

  • გაგრილების განყოფილებ(ებ)ისა და გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამი, გამოხატული ლიტრებში და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;
  • თუკი სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაგრილების განყოფილება (განყოფილებები) და გაყინული განყოფილება(განყოფილებები), პიქტოგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება;

IX. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული დბ(A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად;

X. რეგლამენტის ნომერი ‘321’.

2. ღვინის შემნახველი მოწყობილობის ეტიკეტი

ა) ეტიკეტი:

ბ) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I. QR კოდი (თუკი პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია  პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

II. მიმწოდებლის სახელი ან სავაჭრო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-დან G-ს ჩათვლით სკალა; 

V. I დანართის შესაბამისად განსაზღვრული ენერგოეფექტურობის კლასი;

VI. AE, გამოხატული კვტსთ-ში ყოველწლიურად და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

VII. ღვინის სტანდარტული ბოთლების რაოდენობა, რომელთა შენახვა შეიძლება ღვინის შესანახ მოწყობილობაში;

VIII. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისია, გამოხატული დბ (A) re 1 pW და დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე. საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი მე-2 ცხრილის შესაბამისად;

IX. რეგლამენტის ნომერი ‘321’.

 

3. ეტიკეტის დიზაინი

ა) სამაცივრო მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი, გარდა ღვინის შესანახი მოწყობილობებისა:

 

ბ) ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

 

ამასთან,

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ეტიკეტს უნდა ჰქონდეს 100 % თეთრი ფონი;

გ) ეტიკეტის შრიფტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;

დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების ზომები და სპეციფიკაციები უნდა შეესაბამებოდეს სამაცივრო მოწყობილობებისა და ღვინის შესანახი მოწყობილობების ეტიკეტის დიზაინის მოთხოვნებს;

ე) ფერები უნდა იყოს CMYK – ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი შემდეგი ნიმუშით: 0,70,100,0: 0% ფირუზისფერი, 70% მეწამული, 100% ყვითელი, 0% შავი;

ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას (რიცხვები მიესადაგება ზემოთ მოცემულ სურათს):

❶ ენერგიის შესახებ ეტიკეტის ფერი – 100,80,0,0;

❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 მუქი 9 pt;

❹მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტი BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 9 pt;

❺ A-დან G-ს ჩათვლით სკალა უნდა იყოს შემდეგნაირი:

  • ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 19 pt; ასოები უნდა იყოს ცენტრში განთავსებული ღერძზე ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ;
  • A-დან G-ს ჩათვლით  სკალის ისრების ფერი უნდა იყოს შემდეგნაირი:
  • A-კლასი: 100,0,100,0;
  • B-კლასი: 70,0,100,0;
  • C-კლასი: 30,0,100,0;
  • D-კლასი: 0,0,100,0;
  • E-კლასი: 0,30,100,0;
  • F-კლასი: 0,70,100,0;
  • G-კლასი: 0,100,100,0.

❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს წონა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგოეფექტურობის კლასის შესაბამისი ასო უნდა იყოს 100% თეთრი და შრიფტი Calibri მუქი 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და შესაბამისი ისარი A-დან G-ს ჩათვლით  სკალაზე ისე უნდა განლაგდეს, რომ მათი წვერები ერთ ხაზზე იყოს გასწორებული. ენერგოეფექტურობის კლასის ისარში შესაბამისი ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში, რომელიც უნდა იყოს 100% შავი;

❽ ენერგიის ყოველწლიური მოხმარების მნიშვნელობა უნდა გამოიხატოს შრიფტით Verdana მუქი 28 pt; „კვტ/სთ/წლიურად“ უნდა გამოიხატოს შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 18 pt. მნიშვნელობა და ერთეული უნდა განთავსდეს ცენტრში და 100% შავ ფერში;

❾ პიქტოგრამები უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტების დიზაინს და აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • პიქტოგრამების ხაზებს უნდა ჰქონდეს წონა 1,2 pt, პიქტოგრამა და ტექსტი (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;
  • პიქტოგრამ(ებ)ის ქვეშ ტექსტის შრიფტი უნდა იყოს Verdana მუქი ფერის 16 pt, ერთეულის შრიფტი Verdana ჩვეულებრივი 12 pt და უნდა იყოს ცენტრში მოთავსებული პიქტოგრამის ქვეშ;
  • სამაცივრო მოწყობილობებისთვის, გარდა ღვინის შესანახი მოწყობილობებისა: თუ მოწყობილობა შეიცავს მხოლოდ გაყინულ განყოფილებ(ებ)ს ან მხოლოდ გაუყინავ განყოფილებ(ებ)ს, ზედა რიგში ნაჩვენები უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი პიქტოგრამა, რომელიც აღნიშნავს გაგრილების განყოფილებ(ებ)ისა და გაყინული განყოფილებ(ებ)ის მოცულობების ჯამს, გამოხატულს ლიტრებში და დამრგვალებულს უახლოეს მთელ რიცხვამდე, ხოლო, თუ სამაცივრო მოწყობილობას არ გააჩნია გაგრილების განყოფილება (განყოფილებები) და გაყინული განყოფილება (განყოფილებები), პიქტოგრამა და მნიშვნელობები ლიტრებში არ მიეთითება და უნდა განთავსდეს ენერგო ეტიკეტის ცენტრში ორ ვერტიკალურ საზღვარს შორის; 
  • საჰაერო აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა დინამიკში უნდა იყოს შრიფტით Verdana მუქი 12 pt, ერთეული 'დბ' შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-დან D-ს ჩათვლით) უნდა იყოს ცენტრში განთავსებული პიქტოგრამის ქვეშ, ხმაურის შესაბამისი კლასის ასო შრიფტით Verdana მუქი 16 pt და ხმაურის კლასების სხვა ასოები შრიფტით Verdana ჩვეულებრივი 10 pt.

❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100% შავი და შრიფტით BPG Mrgvlovani Caps 2010 ჩვეულებრივი 6 pt.