„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025039
147
14/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
300160070.10.003.025039
„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147

2025 წლის 14 მაისი

 ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №329 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2024, 300160070.10.003.024724) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესში“ დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




დანართი II. ეტიკეტი

1. ცალმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V – ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ერთი ისარი, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

2. ორმხრივი სავენტილაციო ერთეულის ეტიკეტი:

ა) ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

I – მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი;

II – მიმწოდებლის მიერ მინიჭებული მოდელის იდენტიფიკატორი;

III – ენერგოეფექტურობა; ისრის თავი, რომელიც შეიცავს კონკრეტული საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეფექტურობის კლასს, განთავსდება იმავე სიმაღლეზე, რაზეც შესაბამისი ენერგოეფექტურობის კლასის ისრის თავი; ენერგოეფექტურობა მითითებულია „საშუალო“ კლიმატისთვის;

IV – ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ), დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

V – ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე და თან ახლავს ორი ისარი საპირისპირო მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ სავენტილაციო ერთეულს.

3. ეტიკეტის დიზაინი

ამ დანართის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს უნდა ჰქონდეს შემდეგი დიზაინი:

ამასთან:      

ა) ეტიკეტი უნდა იყოს სულ არანაკლებ 75 მმ-ის სიგანის და 150 მმ სიმაღლის. როდესაც ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდი ფორმატით, მისი შინაარსი მაინც უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული სპეციფიკაციების პროპორციული;

ბ) ფონი უნდა იყოს თეთრი;

გ) ფერები უნდა იყოს –  ფირუზისფერი, მეწამული, ყვითელი და შავი (CMYK), შემდეგი ნიმუშით: 00-70-X-00: 0 % ფირუზისფერი, 70 % მეწამული, 100 % ყვითელი, 0 % შავი;

დ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას:

ეტიკეტის კიდეები: 3.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.

ენერგიის შესახებ ეტიკეტი: ფერი: X-00-00-00.

პიქტოგრამა, როგორც სურათზეა ნაჩვენები; ენერგიის ეტიკეტი: სიგანე: 62 მმ, სიმაღლე: 12 მმ.

ქველოგოების კიდე: 1 pt  – ფერი: ფირუზისფერი 100% – სიგრძე: 62 მმ.

A+ – G სკალა

  • ისარი – სიმაღლე: 6 მმ, დაშორება: 1 მმ – ფერები:
  • უმაღლესი კლასი: X-00-X-00,
  • მეორე კლასი: 70-00-X-00,
  • მესამე კლასი 30-00-X-00,
  • მეოთხე კლასი: 00-00-X-00,
  • მეხუთე კლასი: 00-30-X-00,
  • მეექვსე კლასი: 00-70-X-00,
  • მეშვიდე კლასი: 00-X-X-00,
  • ბოლო კლასი: 00- X – X -00.
  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 13 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი.

კონკრეტული ენერგიის მოხმარების კლასი

  • ისარი: სიგანე: 17 მმ, სიმაღლე: 9 მმ, 100 % შავი.
  • ტექსტი: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 18.5 pt, დიდი ლათინური ასოები, თეთრი; „+“ სიმბოლოები: „Calibri“, მუქი, შრიფტის ზომა 11 pt, თეთრი, ასოს თავში სიმბოლო უნდა იყოს განთავსებული ერთ ხაზზე.

ხმის სიმძლავრის დონე (LWA) დეციბელში (დბ):

  • კიდე: 1.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.
  • მნიშვნელობა: „Calibri“ მუქი,  შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;
  • დბ: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 10 pt, 100% შავი.

ნაკადის მაქსიმალური სიჩქარე მ3/სთ-ში:

  • კიდე: 1.5 pt – ფერი: ფირუზისფერი 100% – მრგვალი კუთხეები: 2.5 მმ.
  • მნიშვნელობა: „Calibri“, მუქი,  შრიფტის ზომა 16 pt, 100 % შავი;
  • 3/სთ: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ მუქი, შრიფტის ზომა 16 pt, 100% შავი;
  • ერთი ან ორი ისარი
  • თითოეულის სიგანე: 10 მმ, თითოეულის სიმაღლე: 10 მმ.
  • ფერი: ფირუზისფერი 100%.

 ❽ ენერგია:

ტექსტი: „BPG Mrgvlovani Caps 2010“ ჩვეულებრივი, შრიფტის ზომა 6 pt, დიდი ლათინური ასოები, შავი.

 ❾ რეგლამენტის ნომერი:

  • ტექსტი: „Verdana“ მუქი , შრიფტის ზომა 8 pt.

 ❿ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი

     ⓫ მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი

⓬ მიმწოდებლის სახელწოდება ან სავაჭრო ნიშანი და მოდელის იდენტიფიკატორი უნდა განთავსდეს 62 X 10 მმ ფორმატში.