„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 581-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 450000000.05.001.102624
581-IIმს-XIმპ
14/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
450000000.05.001.102624
„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) 29-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კულტურული მოღვაწეობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან  საქართველოს კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის) შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. სამინისტრო აფინანსებს კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ან ახორციელებს მათ ფინანსურ ხელშეწყობას საკუთარი უფლებამოსილებების, მათ შორის, საქართველოს კულტურის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების, ფარგლებში. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

მუხლი 2

1. „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ 2025 წელს დამტკიცებული სათანადო პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული საკონკურსო და არასაკონკურსო პროექტები/ღონისძიებები დაფინანსდეს და მათ დაფინანსებასთან დაკავშირებული პროცესების მართვა განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებისა და საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ იმავე პუნქტების საფუძველზე დამტკიცებული კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს კულტურის მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი აქტების გამოცემა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

14 მაისი 2025 წ.

N581-IIმს-XIმპ