დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017924 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის კომპენსაციის, დანამატისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728, სარეგისტრაციო კოდი: 190.040.000.22.033.013.856) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე შესაძლებელია გაიცეს დანამატი ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის ან/და კორუფციული გარიგების გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში (რაც მოიცავს დანაშაულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან), აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი ფუნქციების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი დანამატი შემდეგი ოდენობის ფარგლებში: ა) სახელმწიფო მოსამსახურეზე – არაუმეტეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში; ბ) წამყვან საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 7000 ლარი; გ) უფროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 6000 ლარი; დ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 5000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები