თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 05/09/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000000.19(0).020.000000
458
05/09/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
000000000.19(0).020.000000
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №458

1990 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოს ე. ანდრონიკაშვილის სახელობის სტიპენდიის დაწესების შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დაკმაყოფილდეს საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროს შუამდგომლობა და დაწესდეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის გამოჩენილი ქართველი ფიზიკოსის, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ორგზის სახელმიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ ელეფთერ ლუარსაბის ძე ანდრონიკაშვილის სახელობის ერთი სტიპენდია უნივერსიტეტისათვის დამტკიცებული სასტიპენდიო ფონდის ფარგლებში.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე