დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016827 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/11/2017; 010260010.35.148.016402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. სამსახურის უფროსის მოადგილე სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრულ ფუნქციებს.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლს დაემატოს „დ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ1) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები