დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016826 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/12/2024; 010250050.35.148.016813) შევიდეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი); ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი); გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).“. გ) დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერთჯერადად, 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები