„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 567-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010020000.05.001.102618
567-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
010020000.05.001.102618
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.03.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019433) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსი, 2027 წლის 1 ივნისამდე ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N567-IIმს-XIმპ