„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 18/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025033
142
13/05/2025
ვებგვერდი, 14/05/2025
040030000.10.003.025033
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №142

2025 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 040030000.10.003.018944) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში − სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ვ) საქართველოს კულტურის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ზ) საქართველოს სპორტის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ლ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

მ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ნ) საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ო) შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

პ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

რ) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ს) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ტ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე − სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“;

ბ.ბ) მე-10 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მონაწილეობს ფონდის ემბლემისა და ბლანკების დამტკიცებაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის ბეჭედს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე