დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016792 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 14 სექტემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/09/2022, 010250050.35.137.016593), კერძოდ:
ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის 11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა 1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საერთაშორისო ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2200 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი. 2. გუნდურ სახეობებში საერთაშორისო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობა: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 300 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 200 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარი.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა 1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცეს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 900 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი. 2. გუნდურ სახეობებში, საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 200 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 100 ლარი.“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ადგილობრივ (რეგიონულ) დონეზე ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა 1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რეგიონულ ჩემპიონატზე და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი. 2. გუნდურ სახეობებში რეგიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 150 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით სპორტსმენზე 100 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდს, მისი ძირითადი შემადგენლობის მიხედვით, სპორტსმენზე 50 ლარი.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ადგილობრივ (რაიონულ) დონეზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ/თანამონაწილეობით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილის მქონე სპორტსმენების ფინანსური ხელშეწყობა 1. სპორტსმენს, რომელიც ასპარეზობს რაიონულ ჩემპიონატზე სპორტის სახეობაში და დაიკავა საპრიზო ადგილი, მიიღოს ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი. 2. გუნდურ სახეობებში რაიონულ ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში ფინანსური ხელშეწყობის ოდენობაა: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში –1250 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარი.“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართ 2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდების ფინანსური ხელშეწყობა 1. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 150 ლარი. გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში – 100 ლარი. 2. ინტელექტუალურ-სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომლებმაც საქართველოში გამართულ ეროვნულ შეჯიბრზე ან/და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ კონკურს-ფესტივალზე დაიკავეს საპრიზო ადგილი გუნდურად, მიიღონ ერთჯერადი ფინანსური ხელშეწყობა შემდეგი ოდენობით: ა) პირველი საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 300 ლარი; ბ) მეორე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 200 ლარი; გ) მესამე საპრიზო ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდის წევრს 100 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები