დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 564-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400000000.05.001.102629 |
564-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
400000000.05.001.102629
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი: 400000000.05.001.021003) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.“. 2. 31-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სახელმწიფო კონტროლს მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის სფეროში.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. |
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N564-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები