დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბაჟო კონტროლიუს ზონების შექმნის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 5 ივნისის №300 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 14/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.008.759 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.008.759
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №605
2006 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 5 ივნისის №300 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 5 ივნისის №300 ბრძანებით დამტკიცებულ „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №54, მუხ. 469) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საბაჟო კონტროლის ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი და მონიშნული ნაწილი ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ან ტერიტორიის ნაწილზე მოძრავი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებლის ტერიტორია, რომელიც იქმნება საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი:
,,გ1) ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებლის ტერიტორიაზე, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ დებულების მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ბრძანებაში, გარდა მე-3 პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიეთითება საბაჟო კონტროლის ზონების ფარგლები, კონტროლის ზონის საზღვრების გადაკვეთის ადგილები, ასევე საბაჟო კონტროლის ზონების აღმნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები და საბაჟო კონტროლის ზონის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები. ბრძანებას თან ერთვის გრაფიკული ნახაზი (გეგმა ან რუკა) საბაჟო კონტროლის ტერიტორიის ფარგლების, გასასვლელების და მონიშვნების შესახებ.“;
დ) დებულების მე-14 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიაზე, ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებლის ტერიტორიაზე, რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლა, ასევე საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროდრომებისა და საზღვაო პორტების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან და ტერიტორიის მფლობელებთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები