„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 547-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 440020010.05.001.102620
547-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
440020010.05.001.102620
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის პირველიმე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 2 000 ლარის ოდენობით.

2. აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.

3. აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.“.  

2. 161 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრსა და წევრ-კორესპონდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში შესაბამისად არანაკლებ 2 000 და 1 250 ლარის ოდენობით.“;

გ) 84 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„84. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატს ენიშნება სტიპენდია თვეში არანაკლებ 1 250 ლარის ოდენობით.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) საერთო რაოდენობა 30-ს არ უნდა აღემატებოდეს.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის  პირველი პუნქტისა და  მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N547-IIმს-XIმპ