„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016628
6
07/05/2025
ვებგვერდი, 13/05/2025
010250050.35.166.016628
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2025 წლის 7 მაისი

ქ. გურჯაანი

 

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის № 62 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების   პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 დეკემბრის №62 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო:www.macne.gov.ge, 20.12.2024, 010250050.35.166.016617) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“  მე-4 მუხლის მე-2  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება გაიცემა განცხადებით მომართვის თვიდან ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვა განხორციელდება შემდეგი თვის 15 რიცხვამდე ყოველთვიურად. 18 წლის შესრულების შემთხვევაში ბავშვის დახმარება შეწყდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან'“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება“  მე-4 მუხლის მე-3  პუნქტი.

3. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის ,,კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების  დახმარება“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ, გაცემული მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში;“.

4. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფორმაცია განცხადებით მომართვამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში  ოჯახის სრულწლოვან წევრთა შემოსავლების შესახებ გაცემული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ“.

5. დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 ,,ბავშვთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი 5

 

ბავშვთა სამედიცინო - სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსება  

(პროგრამული კოდი 06 02 06) 

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

1. ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.

2. ქვეპროგრამის ამოცანაა მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ისეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები და მოსარგებლეთა შერჩევის წესი

1. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები  დევნილის სტატუსის მქონე და მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული:

ა) სახელმწიფო პროგრამის (ბავშვთა ადრეული განვითარების და ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის  ქვეპროგრამების)  მაძიებელი:

ა.ა) 0-18 წლამდე ასკის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი – Q 90;

ა.ბ) 0-დან 7 წლის ჩათვლით ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი – R 62.0;

ა.გ) 0-დან 7 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9;

ბ) 7  წლიდან-დან 18 წლამდე ასაკის აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი – F84.0, F84.1, F84.5, F84.9;

გ) 0-დან 7 წლის ასაკის ჩათვლით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე ბავშვი – F 84.0, F 84.1, F 84.5, F 84.9;

2. დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობის) ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N IV 100/ა;

ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;

ვ) ცნობა მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებიდან;

ზ) ცნობა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ცენტრიდან შესაბამისი პროგრამის  მაძიებლად დარეგისტრირების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

თ) აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის „ADOS–2“ ტესტირების შედეგი (საჭიროების შემთხვევაში).

მუხლი 3. დაფინანსების მოცულობა

1. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 8 სეანსი შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.

2. მე-2 მუხლის   პირველი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 12 სეანსი შესაბამის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე.

3. მე-2 მუხლის  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრულ ბენეფიციარს დაუფინანსდება თვეში 4 სეანსი.

4. სეანსის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 30 ლარის.

მუხლი 4. თანადაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. ქვეპროგრამით მოსარგებლის თანადაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, რაც გულისხმობს:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას:

ბ) პროგრამის მოსარგებლის სტატუსის დადგენას;

2. მოსარგებლედ ცნობის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება მომწოდებლის სახელზე 5 სამუშაო დღის ვადაში მუნიციპალური პროგრამის ვადის ამწურვამდე..

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული  მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი. საანგარიშგებო დოკუმენტაციის ნუსხა მოიცავს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: რეესტრს (ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი მომსახურების სახეობა, მომსახურების ჯერადობა, მომსახურების ჩატარების ადგილი, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა). ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. მომსახურება ანაზღაურებას ექვემდებარება 60 სამუშაო დღეში.

5. ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

მუხლი 5.  ქვეპროგრამის მიმწოდებელი.

ქვეპროგრამით გათვალიწინებული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.“.

6. დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული დანართი №6-ის „სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება“ მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირის, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ამავე დროს მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს და/ან  აღემატება 300 ლარს, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განხორციელდება წელიწადში ერთხელ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი