„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 546-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 110060000.04.001.018132
546-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 14/05/2025
110060000.04.001.018132
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 110060000.04.001.016256) მე-19 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საპროკურორო საბჭოს წევრს ვადის გასვლამდე შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და არ არსებობს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“−„ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, იგი საპროკურორო საბჭოს წევრის სტატუსს ინარჩუნებს ვადის გასვლამდე და მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით.“;

ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N546-IIმს-XIმპ