„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 544-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 300010000.05.001.102615
544-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 14/05/2025
300010000.05.001.102615
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.06.2023, სარეგისტრაციო კოდი: 300010000.05.001.020884) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარუდგენს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ 1 კანდიდატს.“.

2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან საბჭოს წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს 5 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − ამ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობის კანდიდატურას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N544-IIმს-XIმპ