„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 537-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102614
537-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 14/05/2025
040090000.05.001.102614
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) 84-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით ქმნის შესარჩევ კომისიას, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები. შესარჩევი კომისიის დებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N537-IIმს-XIმპ