დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016412 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის N23 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016092) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) დებულების მე-4 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21 . ცენტრის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები