დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახელობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტოენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმნწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტცკების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 158/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 12/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.020.22.035.008.752 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.008.752
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №158/ნ
2006 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სოციალური დახმარებების გაცემის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის №104 დადგენილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის წესის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 9 თებერვლის №44/ნ ბრძანებაში (შემდგომში – ბრძანება) (სსმ III, 10.02.06 წ., №19, მუხ. 240) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოში შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეებისა და მათთან გათანაბრებული პირების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციით შეცვლის ოდენობები და გაცემის წესის“ (დანართი №1):
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ელექტროენერგიაზე ლიმიტირებული შეღავათების მქონე მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობები
ელექტროენერგიაზე შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის კატეგორიებს განესაზღვროს ფულადი კომპენსაცია შემდეგი ოდენობით:
ა) ომის ინვალიდებს – ყოველთვიურად 28 ლარის ოდენობით;
ბ) 70 წელს გადაცილებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 28 ლარის ოდენობით;
გ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებს – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
დ) ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, შვილებს და 18 წლის ასაკამდე შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 28 ლარის ოდენობით;
ე) ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
ვ) ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
ზ) სამხედრო ძალების ვეტერანებს – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
თ) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს – ყოველთვიურად 4 ლარის ოდენობით;
ი) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – ყოველთვიურად 4 ლარის ოდენობით;
კ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 4 ლარის ოდენობით;
ლ) პერსონალურ პენსიონრებს – ყოველთვიურად 4 ლარის ოდენობით;
მ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა პირების ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილებს – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
ნ) ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი ომის ინვალიდებისა და ომის მონაწილის კმაყოფაზე მყოფ შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, შვილებს და 18 წლის ასაკამდე შვილებს (თითოეულ ოჯახს) – ყოველთვიურად 14 ლარის ოდენობით;
ო) ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენალის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – ყოველთვიურად 4 ლარის ოდენობით.“.
ბ) მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის (შემდგომში – 9 აპრილის დარბევის) შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და 9 აპრილს დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფულადი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 28 ლარის ოდენობით.
2. ქ. თბილისში 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირებისათვის ფულადი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 14 ლარის ოდენობით.“.
2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისა სოციალური დახმარების 2006 წლის პროგრამაში“ (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის დაფინანსება
1. პროგრამის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სადაც დაფინანსების წყაროდ მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი და ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტი.
2. 2006 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსება, გარდა თბილისისა, განისაზღვრება 8 935.0 ათასი ლარით, მათ შორის:
| უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა | 8 935.0 ათასი ლარი |
| მ.შ. მომსახურების ხარჯები | 157.4 ათასი ლარი |
| მ.შ. დახმარების დანიშვნისათვის საჭირო ფორმების ბეჭდვის ხარჯები | 8.0 ათასი ლარი |
3. 2006 წლის 1 ივნისიდან პროგრამის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, სადაც დაფინანსების წყაროდ მითითებულია სახელმწიფო ბიუჯეტი და ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტი.“.
ბ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების წყაროდ 2006 წლის 1 ივნისამდე გამოყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ასიგნებები, ხოლო 2006 წლის 1 ივნისიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ასიგნებები.“.
გ) პროგრამის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. განხორციელების ვადა
„უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2006 წლის 1 იანვრიდან სოციალური დახმარების პროგრამის ამოქმედებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.“.
3. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესში და პრინციპებში“ (დანართი №3) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა.) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების (მათ შორის, დევნილთა ოჯახების) სოციალური დახმარების (შემდგომში – სოციალური დახმარება) პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
2. ქ. თბილისში უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა სოციალური დამხარების პროგრამის დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 და მე-6 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„5. მარტოხელას სტატუსით შეიძლება ისარგებლოს პენსიონერმა (ასაკით ან ინვალიდობით), რომელსაც გააჩნია საცხოვრებელი ფართი და არ ჰყავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212, 1218, 1223, 1224, 1225, 1226, 1227, 1228, 1229 მუხლებით განსაზღვრული მარჩენალი. ასევე, იმ სუბიექტმა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩა უბინაოდ, არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არის შეკედლებული დამოუკიდებელ ოჯახთან, მაგრამ მათთან ერთად არ ეწევა საერთო ოჯახურ მეურნეობას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არ დგინდება მარჩენალის ფაქტი შემკედლებელ ოჯახთან.
6. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახში წევრთა რაოდენობის ან კატეგორიის ცვლილების შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს სოციალური დახმარების თანხა შესაბამისი გადაანგარიშების საფუძველზე.“.
გ) მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის დაფინანსების წყაროდ 2006 წლის 1 ივნისამდე გამოყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ასიგნებები, ხოლო 2006 წლის 1 ივნისიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ასიგნებები (შემდგომში – სააგენტო).
3. ტერიტორიული ერთეულების მიხედვით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების ადმინისტრირებაზე (დანიშვნა, შეწყვეტა, შეჩერება, აღდგენა, გადაანგარიშება) პასუხისმგებელ სუბიექტებს წარმოადგენენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სოციალური დახმარების განყოფილებები (შემდგომში – სოციალური დახმარების განყოფილება), ხოლო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისათვის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.
დ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური დახმარების დანიშვნისათვის პრეტენდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური დახმარების განყოფილებას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო აფხაზეთიდან დევნილებმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.
ვ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი.“.
ზ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში სოციალური დახმარების განყოფილება შეისწავლის პრეტენდენტის უფლებრივ საკითხს სოციალურ დახმარებაზე, რის შემდეგაც მოამზადებს დასკვნას (ფორმა №4) პრეტენდენტის სოციალური მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე განყოფილების გამგე ნიშნავს სოციალურ დახმარებას. სოციალური დახმარება ინიშნება მასზე უფლების წარმოშობის დადასტურების მომდევნო თვიდან კალენდარული წლის პროგრამის ფარგლებში.“;
თ) მე-6 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სოციალური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის უფლება-მოვალეობანი
1. სოციალური დახმარების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა უზრუნველყოს:“
ი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) სოციალური დახმარების მიმღების პირადი საქმის (ფორმა №1) საფუძველზე, მისი პირადი ბარათის (ფორმა №2) შედგენა, სადაც აისახება სოციალური დახმარების მდგომარეობა;“;
„ი) ყოველი თვის 15 რიცხვამდე სააგენტოში წარადგინოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები, ამ წესის 61 მუხლით გათვალისწინებული ფორმების შესაბამისად;“;
კ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სოციალური დახმარების მიმღებთა „პერსონიფიცირებული აღრიცხვის რეესტრის“ (ფორმა №1ა) შევსება და სააგენტოში წარდგენა.“;
ლ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-2 და მე-3 პუნქტები:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ქ. თბილისის ადგილობრივ ორგანოებზე, რომლებიც სოციალური დახმარების დაფინანსებას ახორციელებენ ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით.
3. ქ. თბილისის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური დახმარების გაცემას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებულნი არიან არ გასცენ სოციალური დახმარება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტითა და 61 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული რეესტრების (ფორმების) სააგენტოში წარმოდგენამდე.“;
მ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 მუხლი:
„მუხლი 61. ანგარიშგება
1. სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად სოციალური დახმარების განყოფილება ვალდებულია, დადგენილი პერიოდულობით, მიაწოდოს სააგენტოს სოციალური დახმარების „სოციალური დახმარების დანიშვნის რეესტრი“ (ფორმა №2ა), „სოციალური დახმარების შეჩერების რეესტრი“ (ფორმა №3ა), „სოციალური დახმარების აღდგენის რეესტრი“ (ფორმა №4ა), „გადაანგარიშებული ოდენობით სოციალური დახმარების გაცემის რეესტრი“ (ფორმა №5ა) ან/და „სოციალური დახმარების შეწყვეტის რეესტრი“ (ფორმა №6ა).
2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სოციალური დახმარების განყოფილება ავსებს „სოციალური დახმარების დანიშვნის რეესტრს“ (ფორმა №2ა). რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანოს სრული დასახელება;
ბ) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის პირადი მონაცემები, რომელზეც ირიცხება დახმარება, კერძოდ:
ბ.ა. გვარი და სახელი;
ბ.ბ. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
ბ.გ. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი;
ბ.დ. პირადი ნომერი.
გ) მონაცემები სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომელზეც ირიცხება დახმარება, კერძოდ:
გ.ა. საფოსტო ინდექსი;
გ.ბ. რაიონი (ქალაქი);
გ.გ. სოფელი;
გ.დ. მისამართი (ეს გრაფა არ ივსება, თუ პირი ცხოვრობს სოფელში და არ გააჩნია მისამართი).
დ) ოჯახის წევრთა რაოდენობა;
ე) სოციალური დახმარების დანიშვნის თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
ვ) სოციალური დახმრების სახე – კატეგორია. ამ გრაფაში უნდა მიეთითოს თითოეული კატეგორიისათვის გათვალისწინებული შესაბამისი კოდი, კერძოდ:
|
| სოციალური დახმარების კატეგორია | კოდი | |
| ვ.ა. | მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერთა ერთსულიანი ოჯახი | – | 01 |
| ვ.ბ. | არამომუშავე პენსიონერთა ორი ან მეტსულიანი ოჯახი | – | 02 |
| ვ.გ. | დედ-მამით ობოლი ბავშვები მეურვის შრომისუნარიანობის მიუხედავად | – | 03 |
| ვ.დ. | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, არამომუშავე, პირველი ჯგუფის უსინათლო | – | 04 |
| ვ.ე. | 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი | – | 05 |
| ვ.ვ. | მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 7 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები |
– |
06 |
| ვ.ზ. | „ყაზბეგის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დროებით ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ოქტომბრის №1086 განკარგულების შესაბამისად განსაზღვრული ყაზბეგის რაიონის ერთი ათასი და შატილის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახები |
– |
07 |
ზ) დანიშნული სოციალური დახმარების ყოველთვიური ოდენობა;
თ) სოციალური დახმარების გაცემის თვე, ანუ რომელი საანგარიშო თვიდან უნდა მოხდეს სოციალური დახმარების გაცემა.
3. სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სოციალური დახმარების განყოფილება ავსებს „სოციალური დახმარების შეჩერების რეესტრს“ (ფორმა №3ა). რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, რომელზეც ირიცხებოდა დახმარება;
ბ) სოციალური დახმარების შეჩერების თვე, ანუ რომელი საანგარიშო თვიდან არ უნდა გაიცეს დახმარება.
4. სოციალური დახმარების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სოციალური დახმარების განყოფილება ავსებს „სოციალური დახმარების აღდგენის რეესტრს“ (ფორმა №4ა). რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, რომელზეც გაგრძელდება დახმარების დარიცხვა;
ბ) სოციალური დახმარების აღდგენის თვე, ანუ რომელი თვიდან აღუდგა სოციალური დახმარება;
გ) აღდგენილი სოციალური დახმარების გაცემის თვე, ანუ რომელი საანგარიშო თვიდან უნდა გაგრძელდეს აღდგენილი სოციალური დახმარების გაცემა.
5. სოციალური დახმარების გადაანგარიშების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთვევაში სოციალური დახმარების განყოფილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე – ინდივიდუალურად თითოეული დახმარების მიმღებზე ავსებს „გადაანგარიშებული ოდენობით სოციალური დახმარების გაცემის რეესტრს“ (ფორმა №5ა). რეესტრი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემული უნდა იყოს გადაანგარიშებამდე სოციალური დახმარების მიმღები პირის გვარი, სახელი და პირადი ნომერი; ხოლო მეორე ნაწილში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის პირადი მონაცემები, რომელზეც ირიცხება დახმარება, კერძოდ:
ა.ა. გვარი და სახელი;
ა.ბ. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
ა.გ. პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი;
ა.დ. პირადი ნომერი.
ბ) სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრთა რაოდენობა სოციალური დახმარების გადაანგარიშების შემდეგ;
გ) გადაანგარიშების შემდეგ სოციალური დახმრების სახე – კატეგორია. ამ გრაფაში უნდა მიეთითოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით თითოეული კატეგორიისათვის გათვალისწინებული შესაბამისი კოდი;
დ) გადაანგარიშებული სოციალური დახმარების ყოველთვიური ოდენობა;
ე) გადაანგარიშებული სოციალური დახმარების გაცემის თვე.
6. სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სოციალური დახმარების განყოფილება ავსებს „სოციალური დახმარების შეწყვეტის რეესტრს“ (ფორმა №6ა). რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის გვარი, სახელი და პირადი ნომერი, რომელზეც ხორციელდებოდა დახმარების დარიცხვა;
ბ) სოციალური დახმარების შეწყვეტის თვე, ანუ რომელი საანგარიშო თვიდან არ უნდა დაერიცხოს დახმარება.
7. ამ მუხლის მე-2, მე-3 მე-4, და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში შეტანილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების მიმღები წევრის მონაცემები დანომრილ უნდა იქნეს უწყვეტი ნუმერაციით. ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა ფორმაზე მითითებულ უნდა იყოს რეესტრის შევსების თარიღი და სოციალური დახმარების განყოფილების უფროსის ხელმოწერა და ბეჭედი. თუ რომელიმე რეესტრი რამდენიმე გვერდისაგან შედგება, მის თითოეულ გვერდზე მითითებულ უნდა იყოს ამ პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
8. სოციალური დახმარების განყოფილება აგრეთვე ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს სოციალური დახმარების მიმღებ იმ პირთა რეესტრი (ფორმა №7ა), რომლებზედაც სოციალური დახმარების გაცემა მოხდება ბინაზე მიტანით. რეესტრში შეტანილ უნდა იქნეს სოციალური დახმარების მიმღები პირის გვარი, სახელი, პირადი ნომერი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. რეესტრზე აგრეთვე მითითებულ უნდა იყოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები.
9. ქ. თბილისის სოციალური დახმარების ორგანოებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ფორმების სააგენტოში წარდგენის ვალდებულება.“;
ნ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემა
1. ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური დახმარება შესაძლებელია გაიცეს დახმარების მიმღების სურვილის გათვალისწინებით – სოციალური დახმარების პროგრამის მომსახურე ბანკში ანაბარზე ან საფოსტო განყოფილების მიერ, რაზედაც სოციალური დახმარების მიმღებმა პირმა წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის სოციალური დახმარების განყოფილებას, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური დახმარების გაცემა ხორციელდება საბანკო დაწესებულების მეშვეობით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ საბანკო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
2. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სოციალური დახმარების გაცემა, დახმარების მიმღების თხოვნის გათვალისწინებით, შეიძლება განხორციელდეს ბინაზე მიტანით.
3. დახმარების მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;
ო) ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.
პ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სოციალური დახმარების დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველი
1. წინამდებარე წესის 61 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმების (რეესტრების) სააგენტოში დროულად წარმოუდგენლობა ან წარმოდგენილ დოკუმენტებში (რეესტრების) დაშვებული შეცდომა არის სოციალური დახმარების დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველი საჭირო ანგარიშგების ფორმების სააგენტოში სრულფასოვან წარმოდგენამდე.
2. სოციალური დახმარების დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღები პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის არქონა, მიუხედავად იმისა, დანიშნული აქვს თუ არა პირს სოციალური დახმარება.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სოციალური დახმარების დაუფინანსებლობის მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ, დაუფინანსებელი თვეების სოციალური დახმარება ანაზღაურდება სრულად.“;
ჟ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილება
1. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დახმარების მიმღებთა სიების ელექტრონულ დამუშავებასა და პერსონიფიცირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას;
ბ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას (გარდა ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული დახმარებისა);
გ) სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული პროგრამული თანხებიდან, სოციალური დახმარების განყოფილების მიერ მოწოდებული მონაცემების (რეესტრების) საფუძველზე;
დ) სოციალური დახმარების არგაცემას, სოციალური დახმარების განყოფილების მიერ მონაცემების (რეესტრები) დროულად წარმოუდგენლობის ან წარმოდგენილ მონაცემებში (რეესტრ(ებ)ი) შეცდომების არსებობის შემთვევაში;
ე) ითანამშრომლოს სოციალური დახმარების განყოფილებებთან სოციალური დახმარების მიმღებ პირთა ბაზის სრულყოფილი ფორმირები მიზნით.“;
რ) დაემატოს მე-14 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
1. სოციალური დახმარების განყოფილებები ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს შევსებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების მიმღებთა „პერსონიფიცირებული აღრიცხვის რეესტრი“ (ფორმა 1ა). „პერსონიფიცირებულ აღრიცხვის რეესტრში“ შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) სოციალური დახმარების განყოფილებების სრული დასახელება, რომელიც ახორციელებს დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, შეწყვეტასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას;
ბ) რეესტრის შევსების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი). რეესტრის თითოეულ გვერდზე შევსების თარიღად უნდა მიეთითოს ის რიცხვი, როდესაც მოხდა რეესტრის თითოეული გვერდის ბოლომდე შევსება;
გ) სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის პირადი მონაცემები, რომელზეც ირიცხება დახმარება, კერძოდ:
გ.ა. გვარი და სახელი;
გ.ბ. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
გ.გ. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი;
გ.დ. პირადი ნომერი.
დ) მონაცემები სოციალური დახმარების მიმღები იმ ოჯახის წევრის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რომელზეც ირიცხება დახმარება, კერძოდ:
დ.ა. საფოსტო ინდექსი;
დ.ბ. რაიონი (ქალაქი);
დ.გ. სოფელი;
დ.დ. მისამართი (ეს გრაფა არ ივსება, თუ პირი ცხოვრობს სოფელში და არ გააჩნია მისამართი).
ე) ოჯახის წევრთა რაოდენობა;
ვ) სოციალური (საოჯახო) დახმარების დანიშვნის თარიღი (რიცხვი, თვე და წელი);
ზ) სოციალური დახმარების სახე – კატეგორია. ამ გრაფაში უნდა მიეთითოს 61 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით თითოეული კატეგორიისათვის გათვალისწინებული შესაბამისი კოდი;
თ) დანიშნული სოციალური დახმარების ყოველთვიური ოდენობა;
ი) მიმდინარე თვეში დახმარების დარიცხვის მდგომარეობა. ამ გრაფაში მონიშნულ უნდა იქნეს უჯრა, რომელიც შეესაბამება დახმარების დარიცხვის მდგომარეობას (ერიცხება ან შეჩერებულია).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რეესტრში შეტანილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების მიმღები წევრის მონაცემები დანომრილ უნდა იქნეს უწყვეტი ნუმერაციით. რეესტრის თითოეულ გვერდზე მოცემულ უნდა იქნეს პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დამოწმებულ უნდა იქნეს სოციალური (საოჯახო) დახმარების ადმინისტრირების ორგანოს ბეჭდით.
3. ამ წესის 61 და მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმების დამზადება უზრუნველყოს სააგენტომ ადმინისტრაციული ხარჯებიდან.
4. ამ პროგრამის ფარგლებში, 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი ვალდებულებების უზრუნველყოფა, გარდა ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ვალდებულებებისა, განახორციელოს სააგენტომ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
4. ბრძანებას დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესითა და პრინციპებით“ (დანართი №3) გათვალისწინებული №5, №6 ფორმები და დამტკიცდეს №1ა №2ა, №3ა, №4ა, №5ა, №6ა №7ა ფორმები.“.
5. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.“.
6. დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი შინაარსით:
„41. სსიპ – საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ (ლ. ფერაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.“.
7. ბრძანება ძალაში შევიდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
ლ. ჭიპაშვილი
ფორმა 1ა
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა
პერსონიფიცირებული აღრიცხვის რეესტრი
სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| № | საოჯახო დახმარების სოციალური დახმარების მიმღები პირი | ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი | ოჯახის წევრთა რაოდენობა | სოციალური დახმარების დანიშვნის თარიღი | სოციალური დახმარების სახე (კატეგორია – მიუთითეთ შესაბამისი კოდი) | დანიშნული სოციალური დახმარების ყოველთვი-ური ოდენობა | სოციალური დახმარების დარცხვა მიმდინარე თვის მდგომარეო-ბით | |||||||
| გვარი | სახელი | დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი | პირადი ნომერი | საფოსტო ნდექსი | რაიონი (ქალაქი) | სოფელი | მისამართი | ||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||
სოციალური დახმარების
განყოფილების უფროსი –––––––––––––––––––––––––––––– ––––– –––––––––––––– 2006წ.
ხელმოწერა (ბ.ა.)
ფორმა №2ა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||
| უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| სოციალური დახმარების დანიშვნის რეესტრი | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
| № | საოჯახო დახმარების სოციალური დახმარების მიმღები პირი | ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი | სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრთა რაოდენობა | სოციალური დახმარების დანიშვნის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | სოციალური დახმარების სახე (კატეგორია – მიუთითეთ შესაბამისი კოდი) | სოციალური დახმარების დანიშნული ყოველთვიური ოდენობა | სოციალური დახმარების გაცემის თვე | |||||||||||||||||||||||||||
| გვარი | სახელი | დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი | პირადი ნომერი | საფოსტო ინდექსი | რაიონი (ქალაქი) | სოფელი | მისამართი | ||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
| პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––– | ||||||||||||||||||||||||||||||||||
|
| ხელმოწერა | (ბ.ა.) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||
ფორმა №3ა
|
| ||||
| უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა | ||||
| სოციალური დახმარების შეჩერების რეესტრი | ||||
| სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– | ||||
|
|
|
|
|
|
| № | საოჯახო სოციალური დახმარების მიმღები პირი | სოციალური დახმარების შეჩერების თვე (რომელი თვიდან აღარ უნდა გაიცეს დახმარება) | ||
| გვარი | სახელი | პირადი ნომერი | ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––– | ||||
|
| ხელმოწერა (ბ.ა.) |
|
| |
ფორმა №4ა
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა
სოციალური დახმარების გაცემის აღდგენის რეესტრი
სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| № | საოჯახო სოციალური დახმარების მიმღები პირი | სოციალური დახმარების აღდგენის თვე (რომელი თვიდან აღუდგა დახმარება) | სოციალური დახმარების გაცემის თვე (რომელი თვიდან უნდა გაიცეს აღდგენილი დახმარება) | ||
| გვარი | სახელი | პირადი ნომერი | |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სოციალური დახმარების
განყოფილების უფროსის –––––––––––––––––––––––– ––––– –––––––––––––– 2006წ.
ხელმოწერა ბ. ა.
ფორმა №5ა
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა
გადაანგარიშებული ოდენობით სოციალური დახმარების გაცემის რეესტრი
სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
| სოციალური დახმარების მიმღები პირი გადაანგარიშებამდე
| ||||||||||
| გვარი
| სახელი | პირადი ნომერი | ||||||||
|
|
|
| ||||||||
|
| ||||||||||
| სოციალური დახმარების მიმღები პირი გადაანგარიშების შემდეგ
| სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის წევრთა რაოდენობა გადანგარი-შების შემდეგ | სოციალური დახმარების სახე გადაანგარიშე-ბის შემდეგ (კატეგორია – მიუთითეთ შესაბამისი კოდი) | სოციალური დახმარების გადანგა-რიშებული ყოველ-თვიური ოდენობა | გადანგა-რიშებული ოდენობით სოციალური დახმარების გაცემის თვე | ||||||
| გვარი | სახელი | დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) | პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი | პირადი ნომერი | ||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელმოწერა ბ.ა.
ფორმა №6ა
|
| ||||
| უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა | ||||
| სოციალური დახმარების შეწყვეტის რეესტრი | ||||
| სოციალური დახმარების დანიშვნაზე პასუხისმგებელი ორგანო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– | ||||
|
|
|
|
|
|
| № | საოჯახო სოციალური დახმარების მიმღები პირი | სოციალური დახმარების შეწყვეტის თვე (რომელი თვიდან აღარ უნდა გაიცეს დახმარება) | ||
| გვარი | სახელი | პირადი ნომერი | ||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| პასუხისმგებელი პირი ––––––––––––––––––––––––––––– | ||||
|
| ხელმოწერა | (ბ.ა.) |
|
|
ფორმა №7ა
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების სახელმწიფო პროგრამა
სოციალური დახმარების ბინაზე გაცემის რეესტრი
| № | სოციალური დახმარების მიმღები პირის | |||
| გვარი | სახელი | პირადი ნომერი | მისამართი | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
სოციალური დახმარების
განყოფილების უფროსის –––––––––––––––––––––––– ––––– –––––––––––––– 2006წ.
ხელმოწერა ა.ბ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები