დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.10.003.025030 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2022 წლის 26 აპრილის №1516-VIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №591 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2019, 330090000.10.003.021611) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. დანართ №2-ით დამტკიცებული „დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განაშენიანების მართვის რეგლამენტის“ დანართ №1-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კლასტერების ზონა (სპზ-1): ◦ სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულებები; ◦ ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები; ◦ სოციალური და ადმინისტრაციული მომსახურების ობიექტები.“. 2. დანართ 5-ის: ა) ტერიტორია №8-ის დამუშავების პირობები ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ის შესაბამისად; ბ) ტერიტორია №15-ის დამუშავების პირობები ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №2-ის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები