“საბიუჯეტო ორგანოზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 12/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.751
  • Word
584
07/06/2006
სსმ, 78, 12/06/2006
190.040.000.22.033.008.751
“საბიუჯეტო ორგანოზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმსწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.751

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №584

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 29.12.05, №152, მუხ. 1628) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მომსახურე ხაზინა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მომავალი თვის მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას განათავსებს ხაზინის მონაცემთა ბაზაში.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საანგარიშო თვის ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს მომსახურე ხაზინას საანგარიშო თვის 25 რიცხვამდე და ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი