,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018659
24/ნ
27/05/2025
ვებგვერდი, 28/05/2025
430030000.22.022.018659
,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №24/ნ 

2025 წლის 27 მაისი

ქ.თბილისი

,,პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430030000/22/022/017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“  მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10-მე-12 პუნქტები:

„10. 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) სპეციალურ პროგრამაში ამ წესის მე-4 მუხლის საფუძველზე ასახული, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით ამავე პროგრამაში ასახოს განახლებული ინფორმაცია;

ბ) უფლებამოსილია სპეციალური პროგრამის გამოყენებით აპლიკანტთა მიღება გამოაცხადოს ასევე 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით.

11. 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ წესის მე-4 მუხლის საფუძველზე სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ.

12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების მიზნებისათვის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მართვის სისტემისათვის, 2025 წლის 11 აგვისტომდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე