,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალგორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.150.016221
11
05/05/2025
ვებგვერდი, 06/05/2025
010250050.35.150.016221
,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ახალგორის მუნიციპალიტეტი
 
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 5 მაისი

სოფ. წეროვანი

„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 10 მარტის №6 დადგენილებაში (ვებგვერდი 12.03.2025; სარეგ. კოდი: 010250050.35.150.016216) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაფინანსება  ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიმდინარე და მომავალ წლებში განსახორციელებელი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან კურსდამთავრებულთა წახალისების დაფინანსება (ფულადი დახმარება, ერთჯერადი გასაცემელი);“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ცნობა მედალოსნის წახალისების მიუღებლობის შესახებ იმ მუნიციპალიტეტის მერიიდან, რომელშიც მისი სკოლა მდებარეობს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი