„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.140.016568
11
06/05/2025
ვებგვერდი, 07/05/2025
190020020.35.140.016568
„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2025 წლის 6 მაისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2024წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.140.016555), კერძოდ: დანართის თავი IV-ის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის კოდი 02 01 (საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია) ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

როგრამის დასახელება

კოდი

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია

2025 წლის დაფინანსებ
ათას ლარში

7 150,3

02 01 

პროგრამის განმახორციელებელი

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის  სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, დაზიანებული გზებისა და საგზაო ნაგებობების  (ხიდები, მილხიდები, გზების დამცავი კედლები და გაბიონები და სხვა)  რეაბილიტაციას, ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის განვითარებას (ტროტუარების,  პანდუსებისა და ბორდიურების მოწყობა), გზების  მოდინებული წყლის ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კიუვეტების, ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით საგზაო ნიშნების და მონიშვნების  (მ. შ. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები და სიჩქარის შემზღუდავი საშუალებები) მოწყობას. ასევე გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას და სხვა.

მოსალოდნელი შედეგი

ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობით შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტების უსაფრთხო, შეუფერხებელი და სწრაფი გადაადგილება, რაც დადებით ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტს მოუტანს გზით/ქუჩით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე