,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016567
10
06/05/2025
ვებგვერდი, 07/05/2025
010250050.35.140.016567
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 6 მაისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 სექტემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2017; ს/კოდი: 010250050.35.140.016266) შეტანილ იქნეს ცვლილება კერძოდ:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის  1პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:.“.

3. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ასპინძის მუნიციპალიტეტში „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ,,ასპინძის  მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საბჭო.“.

4. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დამტკიცდეს „ასპინძის მუნიციპალიტეტის  ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საბჭოს დებულება“ დანართის შესაბამისად.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საბჭოს დებულება.“.

6. დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის მუნიციპალიტეტის სათათბირო-საკონსულტაციო  ორგანო,  რომელიც  „ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის შესახებ“    საქართველოს    კანონისა    და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად    შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის,  ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

7. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალისა და მამაკაცის   უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ   მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უფლებების რეალიზაციისათვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოსთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;

თ) მოითხოვოს და მიიღოს ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი  ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და  განხილვის  დროს  მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;  საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს  კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ)  საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ)   ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საბჭო უფლებამოსილია:

ა)  ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  წარმოადგინოს  ასპინძის მუნიციპალიტეტი;

ბ) წელიწადში  ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში  მუნიციპალიტეტში   ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;

გ) ქალისა და მამაკაცის  თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;

დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“.

8. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საბჭოზე  გასატან საკითხებს  ამზადებს   და  დღის  წესრიგის  პროექტს  ადგენს  საბჭოს  მდივანი, რომელიც თანამდებობრივად, არის მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო  მოსამსახურე.

6. ქალისა და მამაკაცის   თანასწორობის საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წამომადგენელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე