დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.017352 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „121. საარტილერიო, საინჟინრო-ქიმიური, უპილოტო და კონტრუპილოტო, ჯავშანსატანკო და ჯავშანსაწინააღმდეგო გვარეობის ქვედანაყოფების განვითარების კოორდინაცია, მათი საბრძოლო გამოყენების თაობაზე რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და აღსრულების მონიტორინგი, ასევე ამ გვარეობის ქვედანაყოფების სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის, სწავლებების დაგეგმვის/აღსრულების და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა;“. 2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველო.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ოპერატიული გეგმების შედგენისას და სწავლებების დაგეგმარებისას, კომპეტენციის ფარგლებში, საცეცხლე, უპილოტო და კონტრუპილოტო, ჯავშანსატანკო და საინჟინრო საბრძოლო შესაძლებლობების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე მათ შეზღუდვებზე და რისკფაქტორებზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;“. 4. მე-6 მუხლს 4³ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი: „44. უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) თავდაცვის ძალებში უპილოტო და კონტრუპილოტო ქვედანაყოფების შექმნისა და განვითარების კოორდინაცია; ბ) თავდაცვის ძალებში უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემების დანერგვისა და განვითარების კოორდინაცია; გ) უპილოტო და კონტრუპილოტო ქვედანაყოფების ფუნქციონირების ეფექტიანად წარმართვისათვის წინადადებებისა და განვითარების გეგმების შემუშავება; დ) უპილოტო და კონტრუპილოტო ქვედანაყოფების საბრძოლო გამოყენების რეკომენდაციების, საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი; ე) უპილოტო და კონტრუპილოტო ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგში მონაწილეობა; ვ) სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა; ზ) უპილოტო და კონტრუპილოტო სისტემებთან ასოცირებული დოქტრინული სახელმძღვანელოების ბაზის შექმნის, დანერგვისა და განახლების პროცესებში მონაწილეობა; თ) უპილოტო და კონტრუპილოტო ქვედანაყოფების სწავლებების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მონაწილეობა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებასა და წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 15 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები