“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 12/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.746
  • Word
592
07/06/2006
სსმ, 78, 12/06/2006
040.030.000.22.022.008.746
“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.746

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №592

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში, სამინისტროს მიერ დაშვებული ტექნიკური ხასიათის შეცდომების გამოსწორების მიზნით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ~ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №112, მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების მე-2 დანართით დამტკიცებულ ჩოხატაურის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-8 პუნქტად მითითებულ სოფ. ნაბეღლავის საჯარო სკოლას, მისამართად მითითებული სოფ. ქვაბღის ნაცვლად, მისამართად განესაზღვროს სოფ. ნაბეღლავი და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

№8

სოფ. ნაბეღლავის სკოლა

სოფ. ნაბეღლავი

დაწ-საბ-საშ

ბ) ბრძანების მე-2 დანართით დამტკიცებული ჩოხატაურის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-9 რიგითი ნომრით მითითებული სოფ. ქვენობანის საჯარო სკოლის ნაცვლად უნდა მიეთითოს სოფ. ქვაბღის საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას განახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე, ხოლო მისამართად განესაზღვროს სოფ. ქვაბღა და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

№9

სოფ. ქვაბღის სკოლა

სოფ. ქვაბღა

დაწ-საბ-საშ

გ) ბრძანების მე-2 დანართით დამტკიცებული ჩოხატაურის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-2 რიგითი ნომრით მითითებული დაბა ჩოხატაურის №2 საჯარო სკოლას ნაცვლად მითითებული დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურისა, საფეხურად განესაზღვროს საბაზო–საშუალო და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

№2

დაბა ჩოხატაურის №2 სკოლა

ნ. დუმბაძის №35

საბ-საშ

დ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში“ შეტანილ იქნეს დამატება და სამტრედიის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხას 36-ე პუნქტად დაემატოს სოფ. კორმაღალას სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურზე“ და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

№36

სოფ. კორმაღალას სკოლა

კორმაღალა

დაწ-საბ-საშ

ე) ბრძანების მე-2 დანართით დამტკიცებული ქ. ფოთის საჯარო სკოლების ნუსხაში მე-15 რიგითი ნომრით მითითებული ფოთის №15 სკოლა „ბალავარს“ ნაცვლად მითითებული დაწყებითი–საბაზო საფეხურისა, საფეხურად უნდა განესაზღვროს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

№15

ფოთის №15 სკოლა ,,ბალავარი“

აღმაშენებლის ქ. №16

დაწ-საბ-საშ

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია