მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 367
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 23/07/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
სარეგისტრაციო კოდი 010340000.25(0).020.000000
367
23/07/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
010340000.25(0).020.000000
მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №367

1990 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

მცხეთის რაიონში ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი და აუთვისებელი ნაწილი მიწების ყოფილი მოსარგებლისათვის დაბრუნების შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 1 მარტის № 75 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობისათვის გამოყოფილი ტერიტორიებიდან დაუბრუნდეს ყოფილ მოსარგებლეს – მცხეთის რაიონის გლდანის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობას ქალაქის მიერ დღემდე აუთვისებელი 800 ჰექტარი მიწის ფართობი, მათ შორის: ნაკვეთი „ავშნიანი“ – 500 ჰექტარი და გლდანის „დიდი ტბის“ ჩრდილო-აღმოსავლეთით, თბილისის ასაქცევი გზის ორივე მხარეს მდებარე – 300 ჰექტარი.

2. ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 26 აპრილის № 272 და 1980 წლის 15 აპრილის № 285 დადგენილებებში.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                             ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე                  ა. პაიჭაძე