“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 78, 12/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.745
  • Word
573
06/06/2006
სსმ, 78, 12/06/2006
190.040.000.22.033.008.745
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.745

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №573

2006 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის           25 აპრილის №285 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 25 აპრილის №285 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №51, მუხ. 536) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:

ა) საბაჟო საქმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიის სამმართველო;

ბ) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;

გ) საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის და სპეცდავალებათა სამმართველო;

დ) ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ანალიტიკური სამმართველო;

ვ) იურიდიული სამმართველო;

ზ) ადმინისტრაციული სამმართველო;

თ) თავმჯდომარის აპარატი.“.

 2. დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებული იქნეს ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

,,131. საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის და სპეცდავალებათა სამმართველო

საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის და სპეცდავალებათა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) რეგიონალური საბაჟოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის მონიტორინგი;

ბ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოება;

გ) საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის საქმეში სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ ორგანოებთან თანამშრომლობა, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

დ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გამშვები პუნქტიდან საბაჟო გაფორმების ადგილამდე გადაზიდვებზე შერჩევითი ზედამხედველობის განხორციელება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების შეუსრულებლობის კონტროლი და სათანადო რეაგირება;

ე) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დამრღვევი ფიზიკური პირების, საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

ვ) სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ჩატარებული საბაჟო პროცედურების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების ორგანიზება საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებით;

ზ) ადგილებზე საბაჟო კანონდარღვევების პრევენციული ღონისძიებების საბაჟო დეპარტამენტის სისტემის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთობლივად შემუშავება და განხორციელება;

თ) თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.

ა. ალექსიშვილი