დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.32.061.016441 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 25 თებერვლის №8 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 27/02/2025წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016428) დამტკიცებულ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;“ 2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები 1. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია: ა)სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ბ) სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტი; გ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი; დ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. 2. სამინისტრო, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპებით, კონკრეტული მიზნითა და მოცულობით. 3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლის 9. სამინისტროს დეპარტამენტების კომპეტენცია 1. სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის გაცემა; სამინისტროში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა; დ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) მინისტრის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება; ვ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით შესაბამისი თანამდებობის პირებისადმი ან/და ორგანოებისადმი წინადადების მომზადება; ზ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ თანამშრომლობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად წარდგენა; თ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ი) სამინისტროსათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; კ) სამინისტროში მომზადებული, მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ლ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/მომზადებაში მონაწილეობა, სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება; ო) სამართალშემოქმედებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინაცია; პ) საზოგადოების სამართლებრივი მართლშეგნების ასამაღლებლად კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობა; ჟ) აფხაზეთის მკვიდრთა მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების შესწავლა და წინადადებების შემუშავება; რ) აფხაზეთის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მუშაობის ხელშეწყობა; ტ) აფხაზეთის მკვიდრთათვის (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა) სამართლებრივი ხასიათის კონსულტაციების გაწევა; უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირის რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად წარმოდგენილი განცხადებების მიღება; ფ) ელექტრონული ფორმით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის დამყარების შედეგად მიღებული განცხადების, მასზე დართული დოკუმენტების დამუშავება და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემა; ქ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის ადმინისტრირება; ღ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 2. სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი სტრატეგი(ებ)ის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; ბ) ჩართულობის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილ საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, მათი შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კოორდინაცია; დ) ჩართულობის, სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მოქმედი სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და გაძლიერების, სახალხო დიპლომატიის გზით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობების წახალისებისა და გამყარებისათვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების მონიტორინგი; ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებით პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) აფხაზეთის მკვიდრთა (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, მათი საჭიროებების კვლევა; კვლევის შედეგების საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება; ზ) სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; თ) სამშვიდობო პოლიტიკისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და მათი ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობა (მათ შორის, ინტელექტუალური, ადამიანური და ფინანსური რესურსით); ი) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართულ-აფხაზური ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა-შესწავლის ხელშეწყობა; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე) და მის ფარგლებს გარეთ აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობასთან, დიასპორებთან, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობის წარმართვა; ლ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და სამშვიდობო ინიციატივების საკითხებზე ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნით, შესაბამისი საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება, თემატური გზავნილების გავრცელების ხელშეწყობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ნ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, მინისტრის კურატორი მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 3. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის ბრძანებების ან მათთან გასაფორმებელი შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა; დ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება; ე) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება; ვ) სამინისტროში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა; ზ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა; თ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება; ი) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; კ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა; ლ) პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, ღონისძიებების ორგანიზება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა; ნ) სამინისტროს სისტემაში მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ო) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება; ჟ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ს) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე სამინისტროს ადმინისტრატორის ფუნქციების შესრულება; ტ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; უ) სამინისტროს კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა; ფ) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ქ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა; ღ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ყ) სამინისტროს საუწყებო არქივის წარმოება; შ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 4. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება, კვარტალური და წლიური ანგარიშების (ბალანსების) შედგენა, სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ბ) საბუთების დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების წყაროების მიხედვით მიღებული სახსრების (მათ შორის სამინისტროს პროგრამების) და ამ სახსრებით განხორციელებული ოპერაციების განცალკევებული აღრიცხვა; დ) თანამშრომელთა ხელფასების დროული დარიცხვის უზრუნველყოფა, სახელფასო უწყისების შედგენა, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება; ე) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობის მიღება; ვ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს პროგრამების შემუშავებისას შესაბამის ფინანსური გაანგარიშებების განხორციელება და ფინანსური მართვა; თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციისა და საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის შესაბამის დაწესებულებებში გაგზავნა; ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარით მომარაგება-განაწილების უზრუნველყოფა; კ) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართულ და შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-საყოფაცხოვრებო პირობებით (გათბობა, კონდიცირება, წყალი, ელექტროენერგია, დასუფთავება და ა. შ.) უზრუნველყოფის კონტროლი/პასუხისმგებლობა; ლ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვა; მ) კომპეტენციის ფარგლებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და შესაბამისი მოწყობილობის გამართულობის უზრუნველყოფა; ნ) საჭიროებისამებრ სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვა და წინადადებების წარმოდგენა; სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა; ო) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა და ავტომეურნეობისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და საწვავ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა; პ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ჟ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, მასში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და გეგმის შესრულების კონტროლი; რ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, შესყიდვების კოორდინაციისა და შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება; ს) შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ სამინისტროში წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა და მათი განხილვის შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ტ) სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა, ოქმებისა და წერილების პროექტების მომზადება; უ) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკურსების განხორციელების ორგანიზება; ფ) სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღი კონკურენციისა და საჯაროობის დამკვიდრების უზრუნველყოფა; ქ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება; ღ) სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, სამინისტროში დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება; ყ) შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვის, მათი რეგისტრაციის, სისტემატიზაციისა და არქივის წარმოების უზრუნველყოფა; შ) გასაჩივრებული ელექტრონული ტენდერების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ჩ) მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, დეპარტამენტის დებულებით, მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. 5. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით: ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული პოტენციური რისკებისა და მათ სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამინისტროს სისტემაში ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სამინისტროს სისტემაში აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; თ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ი) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.“. 3. მე-10, მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 5 ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები