„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016758
15
02/05/2025
ვებგვერდი, 06/05/2025
010250050.35.105.016758
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 2 მაისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №12 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  23/01/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016725) დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:  

) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  2.                                           

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ  ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65 001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირებს  და ონკოლოგიურ  პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით.  ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენეტების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამით სარგებლობა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამაში ჩართვა არ ზღუდავს მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის სხვა ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის  პროგრამაში  ჩართვა არ ზღუდავს ჯანდაცვის სხვა ქვეპროგრამით სარგებლობის  შესაძლებლობას.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან (შემდგომში – მერია) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება არ ვრცელდება საგარანტიო წერილის გაცემამდე შესრულებულ სერვისზე (გარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის, ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენტების ერთჯერადი ფინანსური მხარადაჭერის ქვეპროგრამებისა და ჩატარებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება/თანადაფინანსების შემთხვევისა).“;

 ) მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„დ) ჩატარებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების  დაფინანსება/თანადაფინანსება   წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 1000 ლარისა (კომისიის გადაწყვეტილებით).

მოსარგებლეები: სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები), შშმ პირები, სიმსივნით დაავადებული პირები, პენსიონრები, სტუდენტები, 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;“

) მე-3 მუხლის  მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ბინაზე მყოფი  პალიატიური ზრუნვის საჭიროების  მქონე  პირების სამედიცინო ერთჯერადი სახარჯი მასალის, მოვლის, დამხმარე საშუალებებისა და სხვა ნივთების შესაძენი თანხით  უზრუნველყოფა - ყოველთვიურად  არაუმეტეს  200 (ორასი) ლარისა.“;

) მე-4 მუხლისპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვას/გადაწყვეტილებას საყოველთაო ჯანდაცვიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით, დაუფინანსებლობის შემთხვევაში-უარი შესაბამისი სტრუქტურიდან.  გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება /თანადაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქემ დამატებით   უნდა წარმოადგინოს  შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმალხაზ თორია