სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის ახალგაზრდობის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრის საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრად გარდაქმნის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 382
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 23/07/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000110.02(0).000.000064
382
23/07/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 7, 31/07/1990
000000110.02(0).000.000064
სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის ახალგაზრდობის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრის საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრად გარდაქმნის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №382

1990 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის ახალგაზრდობის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრის საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრად გარდაქმნის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელწმიფო კომიტეტის 1990 წლის 20 მარტის № 27 ბრძანების შესაბამისად გარდაიქმნას სსრ კავშირის შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილსის ახალგაზრდობის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრი საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თბილისის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრად.

2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ 1990 წლის 1 ივლისიდან წლის ბოლომდე ცენტრის დაფინანსება განხორციელდება საკავშირო ბიუჯეტიდან.

3. საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტრომ ცენტრის დაფინანსება გაითვალისწინოს 1991 წლის 1 იანვრიდან.

4. საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტმა საქართველოს სსრ სახალხო განათლების სამინისტროსთან, საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან და საქართველოს სსრ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად წარმოუდგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების პროექტი პროფორიენტაციის რესპუბლიკური სამსახურის შექმნის შესახებ საქართველოს სსრ დასაქმების კანონის მიღების შემდეგ.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე