„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017175
14/ნ
02/05/2025
ვებგვერდი, 02/05/2025
470230000.22.035.017175
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №14/ნ

2025 წლის 2 მაისი 

ქ. თბილისი

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2023; 470230000.22.035.017027) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს 2025 წლის 15 ივნისამდე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-3 ან/და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში დაწესებულება აგრძელებს პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიწოდებას. ეს გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამის მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას.“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„5. სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობას, უფლებამოსილია არაუგვიანეს 2025 წლის 15 ივნისისა მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს. ამ შემთხვევაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საგამონაკლისო წესით, სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელ მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას მისცეს დამატებითი გონივრული ვადა (არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა) საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოსაპოვებლად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე