ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.035.017171
10/ნ
30/04/2025
ვებგვერდი, 30/04/2025
010240030.22.035.017171
ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №10/ნ

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა“, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე