დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2023 წლის 4 აპრილის №2-173 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-208 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.023.016896 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 4 აპრილის №2-173 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016780) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების“: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ პუნქტი: „მ1) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, დასკვნის მომზადება და სალიცენზიო მოწმობის გაცემა;“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში წარმოდგენილი განცხადების და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, დასკვნის მომზადება და სალიცენზიო მოწმობის გაცემა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები