დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.79.092.016033 |
|
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესის
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისგან, მოხელეთა რეესტრიდან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდან.“. 2. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოცხადებული რიგი ვაკანსიების ფარგლებში, შესაძლებელია განისაზღვროს ბარიერი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც კანდიდატს ენიჭება კონკურსის წერით ეტაპთან მიმართებით პრეტენზიების წარდგენის უფლებამოსილება. კონკრეტული ბარიერი და პრეტენზიების წარდგენის პროცედურა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები