დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 111/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 01/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020050.18.011.016925 |
|
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 ივნისის №87/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 14/06/2017; ს/კ: 220020050.18.011.016244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 482 მუხლის მე-2 პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის 21 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი: „მუხლი 22. სხვა სანქციების გამოყენების წესი 1. დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ამ წესის 21 მუხლით განსაზღვრული ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდეგ, იმავე მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.
2. ამ წესის 21 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას, დარღვევისა და არსებული თუ შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროვაიდერის ან/და მისი ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების ნაცვლად გამოიყენოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა სანქციები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები