დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | ნ-2 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350080000.64.076.016150 |
|
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 22/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 350080000.64.076.016059) დამტკიცებულ „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სუბიექტის მიერ გადასაგზავნ ღილაკზე დაჭერის შემდგომ, სისტემის მიერ გადაგზავნის დადასტურებისას, ანგარიშგებები სამსახურისთვის წარდგენილად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სუბიექტი წარადგენს აუდიტირებულ ანგარიშგებას/ანგარიშგებებს. აუდიტირებული ანგარიშგების/ანგარიშგებების წარდგენის შემთხვევაში სუბიექტი ანგარიშგებას/ანგარიშგებებს უგზავნის აუდიტორს, რომელიც ადასტურებს ანგარიშგებას/ანგარიშგებებს წესის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. აუდიტორის მიერ დადასტურების შემდგომ ანგარიშგება/ანგარიშგებები სუბიექტის მიერ სამსახურში წარდგენილად ჩაითვლება. სამსახურისთვის ანგარიშგების/ანგარიშგებების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენაზე პასუხისმგებელია სუბიექტი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები