დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016757 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №97 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №97 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016485) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების დანართი №1-ის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურს (შემდგომში - სამსახური) და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“. ბ) დადგენილების დანართი №1-ის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საცნობი ნიშნის მისაღებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია წერილობითი ფორმით მიმართოს სამსახურს და მას დაურთოს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისთვის საჭირო ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი 3-ით განსაზღვრული ფორმა №IV-50/4-ის შესაბამისად გაცემული პირის შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი ცნობა, რომლის ველში „ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი“ დადგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აქვს გადაადგილების უნარის შეზღუდვის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი. სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტი.“; გ) დადგენილების დანართი №2 „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები“ ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები