დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ლიცეუმის ლიკვიდაციის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 14/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.008.736 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.736
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №599
2006 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ლიცეუმის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, „დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „მ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული ლიცეუმის ლიკვიდაცია.
2. ლიკვიდაციის დასრულების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №179 ბრძანება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები