დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღრანში მდებარე მე-2 ქუჩის I ჩიხის გაგრძელების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღრანში მდებარე მე-2 ქუჩის I ჩიხის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/04/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016139
36
25/04/2025
ვებგვერდი, 01/05/2025
000000000.00.152.016139
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღრანში მდებარე მე-2 ქუჩის I ჩიხის გაგრძელების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №36

2025 წლის  25 აპრილი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის  ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღრანში მდებარე  მე-2 ქუჩის I ჩიხის გაგრძელების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის  ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაღრანში მდებარე მე-2 ქუჩის I ჩიხი  გაგრძელდეს  თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).       

საკრებულოს თავმჯდომარე       კახაბერ ჩიტაური