საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯთან მიერთების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 595
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 14/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.735
  • Word
595
07/06/2006
სსმ, 80, 14/06/2006
040.030.000.22.022.008.735
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯთან მიერთების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.735

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №595

2006 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ქ. თბილისის პოლიტექნიკურ კოლეჯთან მიერთების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –თბილისის ტექნიკური კოლეჯის რეორგანიზაცია, მათი საჯარო სამართლის იურიდიული პირ – თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯთან მიერთების გზით.

2. რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცესის დასრულების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ა. ბენაშვილის სახელობის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის კოლეჯის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის №171 (სსმ III, 2005 წ., №49, მუხ. 506) და ,,თბილისის ტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №192 (სსმ III, 2005 წ., №51, მუხ. 537) ბრძანებები.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია