„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 105
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017918
105
30/04/2025
ვებგვერდი, 01/05/2025
200090000.22.033.017918
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №105

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 112-ე მუხლის 74-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 75-ე  და 76-ე პუნქტები:

„75. ამ ინსტრუქციის 561 და 562 მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2030 წლის 1 იანვრამდე.

76. 2030 წლის 1 იანვრამდე:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72​1 მუხლით გათვალისწინებული და ამ ინსტრუქციის №III-07​1 დანართით დამტკიცებული საგადასახადო დოკუმენტი საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის ინიცირებით ან/და საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, გამოიწერება ელექტრონულად ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში:

ა.ა) მომსახურების გაწევისას იმ პირის მიერ, რომელიც არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული;

ა.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ, რომელსაც 2025 წლის 1 მაისამდე გამოწერილი ჰქონდა საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე გადახდილი საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის შესაბამისი  საგადასახადო დოკუმენტი (ავანსი) და ახორციელებს შესაბამისი მომსახურების გაწევას, საქონლის მიწოდებას ტრანსპორტირებით ან ტრანსპორტირების გარეშე ავანსის სანაცვლოდ;

ა.გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის  მიერ, რომელსაც 2025 წლის 1 მაისამდე გამოწერილი ჰქონდა საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან/და ავანსის საგადასახადო დოკუმენტი და ახორციელებს აღნიშნული ოპერაციის კორექტირებას;

ბ) ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება:

ბ.ა) მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის შემთხვევაში და კორექტირების შემთხვევაში ცალ-ცალკე;

ბ.ბ) საქონლის/მომსახურების მიწოდების პირველადი და კორექტირების ოპერაციებზე ცალ-ცალკე;

გ) საგადასახადო დოკუმენტი ივსება შემდეგი წესით:

გ.ა) პირველ სტრიქონში იწერება საგადასახადო დოკუმენტის სერია და სარეგისტრაციო ნომერი;

გ.ბ) მე-2 სტრიქონი ივსება მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტის კორექტირებისას;

გ.გ) მე-3 სტრიქონში იწერება ოპერაციის შინაარსი, კერძოდ, მიეთითება:

გ.გ.ა) საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;

გ.გ.ბ) კორექტირება, როდესაც ადგილი აქვს ამ ინსტრუქციის 733 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებიდან ერთ-ერთს:

გ.გ.ბ.ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

გ.გ.ბ.ბ)  შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ.გ.ბ.გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

გ.გ.ბ.დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს;

გ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება ოპერაციის ტიპი, კერძოდ:

გ.დ.ა) ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის არჩევისას მიეთითება ერთ-ერთი შემდეგი:

გ.დ.ა.ა) მიწოდება ტრანსპორტირებით (საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება);

გ.დ.ა.ბ) მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე (საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება);

გ.დ.ა.გ) მომსახურების გაწევა;

გ.დ.ბ) ამ პუნქტის „გ.გ.ბ“ ქვეპუნქტის არჩევისას „ოპერაციის ტიპი“ ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს საქონლის უკან დაბრუნებას და მიეთითება „უკან დაბრუნება დოკუმენტით“, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი). ამასთან, მომსახურების კალენდარული თვის მანძილზე უწყვეტად, რეგულარულად გაწევისას ან/და თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებების ჯამური მაჩვენებლის არსებობისას – მიეთითება თვის ბოლო რიცხვი;

გ.ვ) მე-6 სტრიქონში მიეთითება საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/შექმნის თარიღი (რიცხვი, თვე (სიტყვიერად), წელი);

გ.ზ) მე-7 სტრიქონში მიეთითება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.თ) მე-8 და მე-9 სტრიქონებში იწერება გამყიდველის და მყიდველის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი;

გ.ი) მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი (მისამართი), ამასთან, აღნიშნული სტრიქონები არ ივსება მომსახურების გაწევისას;

გ.კ)  მე-12 და მე-13 სტრიქონები არ ივსება;

გ.ლ) საგადასახადო დოკუმენტის ცხრილი ივსება შემდეგი წესით:

გ.ლ.ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის/მომსახურების დასახელება, ამასთან, საქონლის და მომსახურების ერთდროულად მიწოდებისას, ცხრილში მონაცემები მიეთითება ცალ-ცალკე;

გ.ლ.ბ) მე-2 სვეტში მიეთითება საქონლის კოდი (გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი);

გ.ლ.გ) მე-3 სვეტში მიეთითება ზომის ერთეული. ამასთან, აღნიშნული სვეტის შევსება სავალდებულო არ არის მომსახურების გაწევისას;

გ.ლ.დ) მე-4 სვეტში მიეთითება საქონლის რაოდენობა. ამასთან, აღნიშნული სვეტი  არ ივსება მომსახურების გაწევისას;

გ.ლ.ე) მე-5 სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის ფასი (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნული სვეტი არ ივსება მომსახურების გაწევისას;

გ.ლ.ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საკომპენსაციო თანხა (დღგ-ის გადამხდელისათვის დღგ-ის ჩათვლით, აქციზის გადამხდელისათვის, აქციზურ საქონელზე დღგ-ის და აქციზის ჩათვლით) ან მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხა/თანხის ნაწილი (ავანსი), თუ თანხის გადახდა დღგ-ის გადამხდელისთვის ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე;

გ.ლ.ზ) მე-7 სვეტიდან აირჩევა დღგ-ით დაბეგვრის ერთ-ერთი პირობა:

გ.ლ.ზ.ა) დასაბეგრი;

გ.ლ.ზ.ბ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული;

გ.ლ.ზ.გ) დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული;

გ.ლ.თ) მე-8 სვეტში დღგ-ის გადამხდელის მიერ მიეთითება დღგ-ის თანხა, მე-7 სვეტში „დასაბეგრი“ ოპერაციის არჩევისას. „დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევისას – „0“, ხოლო „ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული“ ოპერაციის არჩევის შემთხვევაში დღგ-ის გრაფა არ ივსება;

გ.ლ.ი) მე-9 სვეტში, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, მიეთითება აქციზის თანხა, სხვა შემთხვევაში – აღნიშნული სვეტი არ ივსება;

გ.მ) მე-14 სტრიქონში მიეთითება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (ავანსი) გადახდის შემთხვევაში გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (მათ შორის, კორექტირების) სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი და დღგ-ის თანხა.

შენიშვნა: მე-14 სტრიქონში ავანსზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის დღგ-ის თანხის გრაფაში მიეთითება ის თანხა, რომელსაც იყენებს პირი საანგარიშო პერიოდში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების მიხედვით დასარიცხი დღგ-ის თანხის გასანაშთად/ შესამცირებლად. ამასთან, ეს თანხა (ჯამურად) არ უნდა აღემატებოდეს ავანსზე გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებულ დღგ-ის თანხას;

გ.ნ) მე-15 სტრიქონში მიეთითება საქონლის უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტის სერია/ნომერი, გამოწერის თარიღი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ.ო) მე-16 სტრიქონში საქონლის ტრანსპორტირების შემთხვევაში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და დრო (საათი, წუთი);

გ.პ) მე-17 სტრიქონში იწერება ტრანსპორტირების სახე:

გ.პ.ა) საავტომობილო;

გ.პ.ბ) სარკინიგზო;

გ.პ.გ) საავიაციო;

გ.პ.დ) საზღვაო;

გ.პ.ე) მილსადენი;

გ.პ.ვ) გადამზიდავი საავტომობილო;

გ.პ.ზ) სხვა;

გ.ჟ) მე-18 სტრიქონში, ამ პუნქტის „გ.პ.ა“ და „გ.პ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ გაწეული ტრანსპორტირების ხარჯი ლარებში. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება მყიდველის/მიმღების ან გამყიდველის/გამგზავნის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სატრანსპორტო საშუალებით, აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;

გ.რ) მე-19 სტრიქონში, ამ პუნქტის „გ.პ.ა“ და „გ.პ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების ნომერი, რომლითაც ხდება საქონლის გადაზიდვა;

გ.ს) მე-20 სტრიქონში, ამ პუნქტის „გ.პ.ა“ და „გ.პ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სახელი და გვარი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;

გ.ტ) 21-ე სტრიქონში, ამ პუნქტის „გ.პ.ა“ და „გ.პ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იწერება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის პირადი ნომერი. სხვა შემთხვევაში აღნიშნული სტრიქონი არ ივსება;

გ.უ) 22-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის სახელწოდება ან სახელი და გვარი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი;

გ.ფ) 23-ე სტრიქონში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. აღნიშნული სტრიქონი ივსება იმ შემთხვევაში, თუ შევსებულია 21-ე სტრიქონი;

გ.ქ) 24-ე და 25-ე სტრიქონები არ ივსება;

გ.ღ) მყიდველის მიერ 26-ე სტრიქონზე მიეთითება მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის/მომსახურების მიღების დადასტურების თარიღი, სხვა შემთხვევაში (მ.შ. კორექტირებისას) ოპერაციის დადასტურებისას – დასტურის თარიღი;

გ.ყ) 27-ე და 28-ე სტრიქონებში, შესაბამისად, მიეთითება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების ხელმოწერა;

დ) საგადასახადო დოკუმენტი გამოწერილად ითვლება სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების შემდგომ;

ე) ამ პუნქტის „გ.დ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე) საგადასახადო დოკუმენტის მე-10 და მე-11 სტრიქონებში იწერება საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტის მე-16-23-ე სტრიქონები არ ივსება;

ვ) დღგ-ის გადამხდელი პირის მიერ საქონლის უკან დაბრუნების საფუძვლის არსებობისას, როდესაც საქონლის მიწოდებაზე გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი, შესაბამისი პერიოდის მიხედვით საქონლის მიწოდებისას გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება კორექტირებას, რომლის დროსაც, თუ უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების მიზნებისთვის გამოწერილია უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი, კორექტირების საგადასახადო დოკუმენტის მე-15 სტრიქონზე მიეთითება „უკან დაბრუნების დოკუმენტის“ ნომერი;

ზ) პირის მიერ საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდებაზე გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი, საქონლის ტრანსპორტირებისას  გამოიწერება სასაქონლო ზედნადები, თუ მანამდე არ არის გამოწერილი უკან დაბრუნების საგადასახადო დოკუმენტი;

თ) მომსახურების მყიდველის (მიმღების) მოთხოვნის შემთხვევაში, ერთ თვეში გაწეულ მომსახურებებზე, შესაძლებელია გამოიწეროს და გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი ამ ინსტრუქციის დანართი №III-07​1 ფორმის ერთი საგადასახადო დოკუმენტი;

ი) დღგ-ის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას, საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე გამოწერილი იყო საგადასახადო დოკუმენტი. კორექტირების შემთხვევაში საგადასახადო დოკუმენტი ივსება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ამასთან, კორექტირების მიზნით გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის ცხრილის შესაბამის სვეტებში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები;

კ) საგადასახადო დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტად განიხილება მყიდველის/მიმღების მიერ დოკუმენტის დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კორექტირების შემთხვევაში – მყიდველის მიერ ოპერაციის დადასტურების შემთხვევაში;

ლ) საგადასახადო დოკუმენტი წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს;

მ) საქონლის ტრანსპორტირებისას ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენება სავალდებულო არ არის. აღნიშნული შემთხვევა არ წარმოადგენს სამართალდარღვევას და პირს არ დაეკისრება დოკუმენტის გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა;

ნ) ამ ინსტრუქციის №III-07​1 დანართით დამტკიცებული საგადასახადო დოკუმენტის მიმართ, შესაბამისად, გამოიყენება ამ ინსტრუქციის 51-ე მუხლის მე-4 - მე-6 პუნქტები;

ო) დღგ-ის გადამხდელის მიერ ამ ინსტრუქციის დანართი №III-07​1 ფორმით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში;

პ) არასწორად ან არასრულად (რომელიმე რეკვიზიტის გარეშე) შევსებულ საგადასახადო დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ჩათვლის დოკუმენტად არ განიხილება;

ჟ) არასწორად შევსებული საგადასახადო დოკუმენტი ექვემდებარება გაუქმებას. დოკუმენტი შესაძლებელია გაუქმდეს გამომწერის მომართვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით ან გამომწერის მიერ გაგზავნილ გაუქმების მოთხოვნაზე მიმღების თანხმობის (დადასტურების) შემთხვევაში;

რ) ამ ინსტრუქციის 563 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ვრცელდება ამ პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი