დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის - საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ოქმების, ოქმების აღრიცხვის ჟურნალის, ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.106.016487 |
|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის – საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ოქმების, ოქმების აღრიცხვის ჟურნალის, ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14, 141, 27-ე და 68-ე ნაწილებისა და 240-ე და 242-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის შინაარსის, მათი შედგენის, გამოყენების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1); ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2); გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის ფორმა (დანართი №3); დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №5); ვ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №6). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის №36 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები