დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016921 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკრობანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №123/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/06/2023, 220010000.18.011.016710) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 251-253 პუნქტები:
„251. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებით (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მიკრობანკი დაჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 252. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებიდან (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნებიდან) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიკრობანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. 253. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებიდან (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნებიდან) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში მიკრობანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები