„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 105/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016922
105/04
30/04/2025
ვებგვერდი, 01/05/2025
220090000.18.011.016922
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №105/04

2025 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით (სსმ III, №158, 29/12/2009) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 813–815 პუნქტები:

„813. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებით (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

814. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებიდან (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნებიდან) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

815. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე-223 მუხლებიდან (ღია ბანკინგის მიმართულებით დადგენილი მოთხოვნებიდან) ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებით დამტკიცებული „ღია ბანკინგში ჩართვის წესიდან“ გამომდინარე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების განმეორებით ან მრავალჯერადი შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკი დაჯარიმდება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა