მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 29/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.016801
29/2025
29/04/2025
ვებგვერდი, 30/04/2025
010250000.15.008.016801
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №29/2025

2025 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის/მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და არ აქვთ შესაბამის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი