„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/04/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017563
34
28/04/2025
ვებგვერდი, 29/04/2025
140030000.22.034.017563
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №34

2025 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №53 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 140030000.22.034.016745) დამტკიცებული დებულების 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71

1. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) საჩივრების განხილვის განყოფილება;

ბ) სასამართლოებთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველო:

ა) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ სამართლებრივ აქტებს, აგრეთვე, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამართლებრივი აქტების პროექტებს და მონაწილებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლობას სასამართლოში;

ე) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებსა და საჩივრებს, ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას;

ვ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან კოორდინაციით უზრუნველყოფს დეპარტამენტის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ზ) ადმინისტრაციული საქმისწარმოებისას დეპარტამენტის მოსამსახურეთა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური